ფეხბურთელმა ვატო არველაძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სათამაშოდ მიიწვიეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის „ლოკომოტივის“ 20 წლის თავდამსხმელმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომ ამჯობინა პოლონეთში თამაში.
„ჰოლანდიისა და ბელგიის გუნდების ვარიანტებიც იყო, მაგრამ არჩევანი „კორონაზე“ შევაჩერე, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელისა და კლუბის მხრიდან დიდი დაინტერესება იყო. ამავე დროს, ეროვნული ლიგის შემდეგ პოლონეთში თამაში დიდი ნახტომი იქნება“, – ამბობს არველაძე.
20 მაისს არველაძემ პოლონეთის ექსტრაკლასას „კორონასთან“ ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.