„დინამო თბილისმა“ ტრანსფერი დაადასტურა - ვატო არველაძესთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ტრანსფერი დაადასტურა - ვატო არველაძესთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა #1TVSPORT

ვატო არველაძე „დინამო თბილისის“ რიგებს შეუერთდა, – გავრცელებული ცნობები საქართველოს ჩემპიონის პრესსამსახურმა დაადასტურა და გარიგების დეტალები გაასაჯაროვა.

„ვატო არველაძე კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს. ქართველი ფორვარდი ჩვენს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მისი ბოლო კლუბი ბაქოს „ნეფთჩი“ გახლდათ.

მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა, ხელშეკრულება თანამშრომლობის ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობასაც მოიცავს“, – წერია „დინამო თბილისის“ განცხადებაში.

აზერბაიჯანულ კლუბამდე არველაძეს თბილისის „ლოკომოტივში“, პოლონურ „კორონასა“ და თურქულ „კარაგუმრუკში“ უთამაშია. იგი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ. ეროვნულ ნაკრებში მას ორი მატჩი აქვს გამართული და ერთხელ მეტოქის კარის აღება შეძლო.