„დინამო თბილისი“ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ახალი სეზონისთვის განახლებული შემადგენლობით შეიკრიბება, გუნდი კი უკვე შვიდმა მოთამაშემ დატოვა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„გუნდი რამდენიმე დღეში შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის პირველი ეტაპიც თბილისში, საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ხოლო მეორე ნაწილი თურქულ შეკრებას დაეთმობა.

სეზონის განახლებამდე გუნდში არაერთი სიახლე იქნება, თუმცა მანამდე რამდენიმე ფეხბურთელს დავემშვიდობეთ. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მოთამაშეებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს.

მათთან ერთად თბილისურ კლუბში კარიერას აღარ გააგრძელებენ ლუკა ლაკვეხელიანი და ვატო არველაძე. ორივე მათგანს „დინამოსთან“ არსებული კონტრაქტი ამოეწურათ. რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა და, შესაბამისად, ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.