ქართველების დაპირისპირება „ცრვენა ზვეზდამ“ მოიგო - კვირკველიამ „ნეფთჩის“ უკაპიტნა #1TVSPORT
ქართველების დაპირისპირება „ცრვენა ზვეზდამ“ მოიგო - კვირკველიამ „ნეფთჩის“ უკაპიტნა #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ბელეკში საწვრთნელ შეკრებაზე ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

აზერბაიჯანული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო საბა კვირკველია, ხოლო ვატო არველაძე და ირაკლი აზაროვი (სერბულ კლუბში) შეცვლაზე გამოჩნდნენ. მეორე ტაიმში, შეცვლების შემდეგ კვირკველიამ „ნეფთჩის“ კაპიტნის სამკლაური ჩაიბარა.

ანგარიში მე-4 წუთზე ნემანია მოტიკამ გახსნა. ამის შემდეგ ორივე გუნდმა შექმნა მომენტები, მაგრამ ვერ ისარგებლა. აქტიური იყო აზაროვი, რომელიც შეტევებს ამწვავებდა, მისი გადაცემით ბელგრადელთა შემტევს გატანა შეეძლო, მაგრამ მომენტით ვერ ისარგებლა. საბოლოოდ, თამაში სერბების გამარჯვებით დასრულდა 1:0.

შეგახსენებთ, რომ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ მოსამზადებლად მორიგ ტესტმატჩს საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ბათუმის „დინამოსთან“ გამართავს – აზროვი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 26 იანვარს ითამაშებს.