ვატო არველაძემ ფოთის „კოლხეთთან“ კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT
ვატო არველაძემ ფოთის „კოლხეთთან“ კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT

ვატო არველაძემ ფოთის „კოლხეთი“ დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვატო არველაძემ კოლხეთთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ვუსურვებთ მას წარმატებას კარიერის მორიგ ეტაპზე“, – წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.

25 წლის არველაძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ „კოლხეთში“ წელს ჩაირიცხა, მაგრამ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა (მათ შორის ერთი შეცვლაზე) და გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშის შემდეგ, 2018 წლის მაისში, არველაძე პოლონურ კიელჩეს „კორონაში“ გადავიდა, სადაც წარმატებული თამაშები ჩაატარა, მაგრამ ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა და ფორმის აღსადგენად დროებით თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა, საიდანაც ჯერ თურქულ „ქარაგუმრუქში“, შემდეგ კი ბაქოს „ნეფთჩიში“ გადავიდა. 2023 წლის აგვისტოში ვატო „დინამო თბილისში“ ჩაირიცხა.

არველაძემ 2017წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა. 2019 წლის მარტში ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, სადაც დებიუტი 2019 წლის 26 მარტს, სტუმრად ირლანდიასთან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში ჰქონდა.