1tv.ge გთავაზობთ საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის ასტროფოტოებს. მის ობიექტივში მოექცევა როგორც მზის სისტემის, ისე ღრმა კოსმოსის ობიექტები.
ამჯერად გთავაზობთ უჯარმის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაღებულ ღამის ცას. ფოტოზე ასახულია ვარსკვლავების „მოძრაობა“ პოლარული ვარსკვლავის გარშემო — ეფექტი, რომელიც გამოწვეულია დედამიწის ბრუნვით საკუთარი ღერძის გარშემო.
სურათი ასახავს 1,5 საათის განმავლობაში გადაღებულ და შემდეგ შეერთებულ 60 კადრს.