მორევის გალაქტიკა და მისი ჯუჯა კომპანიონი ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში
მორევის გალაქტიკა და მისი ჯუჯა კომპანიონი ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში

მორევის გალაქტიკა, იგივე მესიე 51 ან NGC 5194 არის სხვა გალაქტიკასთან ურთიერთქმედებაში მყოფი სპირალური გალაქტიკა, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელი; ეს უკანასკნელი ხარბად შთანთქავს მიმდებარე მატერიას, რა დროსაც გამოიყოფა წარმოუდგენელი ოდენობის სინათლე და რადიაცია.

მდებარეობს ჩვენგან 23 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედის მიმართულებით. ობიექტი 1773 წლის 13 ოქტომბერს ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ აღმოაჩინა.

მორევის გალაქტიკა და მისი კომპანიონი, თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკა NGC 5195 ასტროფოტოგრაფების საყვარელი სამიზნეა.

ეს გამორჩეული გალაქტიკა და მისი ჯუჯა კომპანიონი საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ მანავიდან გადაიღო.

დატოვე კომენტარი