საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ ახალი ასტროფოტოები ამჯერად სვანეთიდან გადაიღო.

უშბას ფონზე ასახულია ვარსკვლავების „მოძრაობა“ პოლარული ვარსკვლავის გარშემო — ეფექტი, რომელიც გამოწვეულია დედამიწის ბრუნვით საკუთარი ღერძის გარშემო.

მეტეორები უშბას ფონზე

ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ერთ-ერთი მთავარი სპირალური მკლავი. გადაღებულია ბეჩოდან.

სპეციალური მოწყობილობა კამერას დედამიწის ბრუნვის სინქრონულად ამოძრავებს. შედეგად, ობიექტივი აფიქსირებს უძრავ ცას და მის მიმართ მოძრავ დედამიწას.
