სატურნი, იუპიტერი და მისი თანამგზავრები ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში
სატურნი, იუპიტერი და მისი თანამგზავრები ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში

21 დეკემბერს, ღამის ცაზე იუპიტერი და სატურნი ერთმანეთთან ისე ახლოს განლაგდება, როგორც ბოლო 800 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ეს ციური სინქრონიზაცია ამ ზაფხულს დაიწყო, როდესაც იუპიტერმა და სატურნმა ღამის ცაზე ერთმანეთთან ახლოს მისვლა დაიწყეს.

რა თქმა უნდა, ეს პლანეტები ფიზიკურად ერთმანეთს არ მიუახლოვდება, ჩვენს ცაზე ისინი თითქმის ერთი წერტილის სახით გამოჩნდება, რასაც ყველა დავინახავთ, შეუიარაღებელი თვალითაც.

ასტრონომთა განცხადებით, პლანეტები წყვილი ცაზე ყოველ საღამოს მზის ჩასვლიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გამოჩნდება, პიკი კი 21 დეკემბერს იქნება, როდესაც ჩვენს ცაზე იუპიტერსა და სატურნს თითქმის ერთი პლანეტის სახით დავინახავთ.

იქამდე, ვიდრე ცაზე ერთი მნათობის სახით გამოჩნდება, საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ ცაზე ერთმანეთთან საკმაოდ მიახლოებული სატურნი და იუპიტერი გადაიღო. კადრში ჩანს იუპიტერის სამი ბუნებრივი თანამგზავრიც.

იუპიტერის გარშემო 79 მთვარე მოძრაობს, თუმცა მათ შორის გამორჩეულია ოთხი, ზომით ყველაზე დიდი, ე. წ. გალილეისეული მთვარე — იო, ევროპა, განიმედე და კალისტო. ისინი 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა. სწორედ ეს მთვარეები ჩანს გედენიძის ფოტოზე.

დატოვე კომენტარი