დეკემბერში, პლანეტების უიშვიათესი განლაგება ღამის ცაზე — პირველად ბოლო 800 წლის განმავლობაში #1tvმეცნიერება
დეკემბერში, პლანეტების უიშვიათესი განლაგება ღამის ცაზე — პირველად ბოლო 800 წლის განმავლობაში #1tvმეცნიერება

სულ მალე, დედამიწის ღამის ცაზე იუპიტერი და სატურნი ერთმანეთთან ისე ახლოს განლაგდება, როგორც ბოლო 800 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ეს ციური სინქრონიზაცია ამ ზაფხულს დაიწყო, როდესაც იუპიტერმა და სატურნმა ღამის ცაზე ერთმანეთთან ახლოს მისვლა დაიწყეს, 16-15 დეკემბერს კი ცაზე მათ შორის მანძილი სავსე მთვარის დიამეტრის მხოლოდ ⅕ იქნება.

რა თქმა უნდა, ეს პლანეტები ფიზიკურად ერთმანეთს არ მიუახლოვდება, ჩვენს ცაზე ისინი თითქმის ერთი წერტილის სახით გამოჩნდება, რასაც ყველა დავინახავთ, შეუიარაღებელი თვალითაც.

„ამ ორ პლანეტას შორის ასეთი განლაგება არც ისე იშვიათია და 20 წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ ეს შემთხვევა იმით არის განსაკუთრებული, რომ იუპიტერი და სატურნი ერთმანეთთან ძალიან, ძალიან ახლოს გამოჩნდება“, — ამბობს რაისის უნივერსიტეტის ასტრონომი პატრიკ ჰარინგტონი.

მისივე თქმით, ადამიანები ღამის ცაზე ასეთი განლაგების მომსწრე ბოლოს 1226 წლის 4 მარტს გახდნენ.

ასტრონომთა განცხადებით, პლანეტების წყვილი ცაზე ყოველ საღამოს მზის ჩასვლიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გამოჩნდება, ხოლო პიკი 21 დეკემბერს იქნება, როდესაც ჩვენს ცაზე იუპიტერსა და სატურნს თითქმის ერთი პლანეტის სახით დავინახავთ.

პლანეტები ცაზე ერთი მნათობის სახით რამდენიმე საათის განმავლობაში გამოჩნდებიან; „შეერთების“ პროცესი თბილისის დროით 18:20 საათზე დაიწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განლაგება ბოლო 800 წლის განმავლობაში არ მომხდარა, მომავალში შედარებით მალე, 2080 წლის მარტში განმეორდება, შემდეგ კი 2400 წელს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი