ვარლამ ლიპარტელიანი მეოთხედფინალშია, ლაშა ტაველური მედლის გარეშე დარჩა
თავისთვის მეცხრე პარიზულ გრანდ სლემზე, მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო ვარლამ ლიპარტელიანმა. მერვედფინალში მან ბელორუს დანიელ მუკეტესთან წმინდა გამარჯვება სამ წუთში მოიპოვა. მოქმედმა ოლიმპიურმა პრიზიორმა ქართველმა ფალავანმა – მეტოქე იპონზე დააგდო და შებოჭვაც დაიწყო, თუმცა მსაჯმა ანიშნა, რომ ეს საჭირო აღარ იყო და ჯგუფის ფინალის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა.
მეოთხედფინალში ლიპარტელიანს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, მასპინძელი – სირილ მარე ელოდება.
შეიძლება ითქვას, თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა ლაშა ტაველური, ტიტულოვან ჰოლანდიელ – მიქაელ კორელთან. ტაველურმა ერთი შეცდომის შედეგად გაშვებული ვაზარი საბოლოოდ ვეღარ აღმოფხვრა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
რამდენიმე წუთში ტურნირში მძიმეწონოსნები ჩაერთვებიან, სადაც საქართველოს ღირსებას – გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი დაიცავენ.