ძიუდო | ულან-ბატორის გრანდ სლემზე სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | ულან-ბატორის გრანდ სლემზე სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში 23-25 ივნისს ძიუდოში გრანდ სლემი გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრების მხოლოდ სამი წევრი იასპარეზებს. 100 კგ-ში ორი ძიუდოისტი – გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ონისე სანებლიძე იჭიდავებენ, +100 კგ-ში კი საბა ინანეიშვილი გამოვა.

ულან-ბატორის გრანდ სლემზე 44 ქვეყნის 344 ძიუდოისტი (183 კაცი, 161 ქალი) დარეგისტრირდა. მონღოლეთში არ ჩასულან უკრაინელი სპორტსმენები, რადგანაც ტურნირზე რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები (ჯამში 33 ძიუდოისტი) იასპარეზებენ. ქართველი ძიუდოისტები შეჯიბრზე 25 ივნისს გამოვლენ.