ძიუდო | ბუდაპეშტის მასტერსზე საქართველოს ნაკრები ძლიერი შემადგენლობით გამოვა #1TVSPORT
ძიუდო | ბუდაპეშტის მასტერსზე საქართველოს ნაკრები ძლიერი შემადგენლობით გამოვა #1TVSPORT

4-6 აგვისტოს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მასტერსი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 59 ქვეყნის 425 ძიუდოისტი მიიღებს.

ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ძლიერი შემადგენლობით იასპარეზებს. ჩვენი გუნდის ერთადერთი დანაკლისი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძეა, რომელსაც ტრიუმფის შემდეგ არცერთ შეჯიბრებაზე არ უჭიდავია. დღეის მდგომარეობით, ბუდაპეშტის მასტერსზე 17 ქართველი ძიუდოისტია რეგისტრირებული( 15 ვაჟი და 2 ქალი).

კაცები:

-60 გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე

-66 ვაჟა მარგველაშვილი

-73 ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

-81 ტატო გრიგალაშვილი

-90 ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი

-100 ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე

+100 გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი

ქალები:

-57 ეთერ ლიპარტელიანი

+78 სოფიო სომხიშვილი