ძიუდო | ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე საქართველოს სახელით დღეს სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ვიხილეთ – ნაკრების კაპიტანმა ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვარლამი ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაუპირისპირდა და ახალგაზრდა მეტოქესთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა.

34 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე რთული გზა გაიარა – ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა, შეჯიბრის ნახევარფინალში კი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ აარონ ვოლფს სძლია.

დღეს გრანდ სლემზე გამომსვლელი კიდევ ორი სპორტსმენი – ონისე სანებლიძე (100 კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდნენ. რეპეშაჟში დათმო საკუთარი ორთაბრძოლა სანებლიძემ, ხოლო ინანეიშვილმა ტრავმის გამო ჭიდაობა ვეღარ მოახერხა.