ვარლამ ლიპარტელიანი მეოთხედფინალშია, ლაშა ტაველური მედლის გარეშე დარჩა

15:37, 11.02.2018

თავისთვის მეცხრე პარიზულ გრანდ სლემზე, მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო ვარლამ ლიპარტელიანმა. მერვედფინალში მან ბელორუს დანიელ მუკეტესთან წმინდა გამარჯვება სამ წუთში მოიპოვა. მოქმედმა ოლიმპიურმა პრიზიორმა ქართველმა ფალავანმა – მეტოქე იპონზე დააგდო და შებოჭვაც დაიწყო, თუმცა მსაჯმა ანიშნა, რომ ეს საჭირო აღარ იყო და ჯგუფის ფინალის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა.

მეოთხედფინალში ლიპარტელიანს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, მასპინძელი – სირილ მარე ელოდება.

შეიძლება ითქვას, თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა ლაშა ტაველური, ტიტულოვან ჰოლანდიელ – მიქაელ კორელთან. ტაველურმა ერთი შეცდომის შედეგად გაშვებული ვაზარი საბოლოოდ ვეღარ აღმოფხვრა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

რამდენიმე წუთში ტურნირში მძიმეწონოსნები ჩაერთვებიან, სადაც საქართველოს ღირსებას – გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი დაიცავენ.

მსგავსი