ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია
ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

ვარკეთილში, ზედა პლატოს მეორე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.

რაც შეეხება დაშავებულებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.