რა ვითარებაა ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შემდეგ [ვიდეო]

თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე არსებული შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

დამწვარია დაახლოებით 4000 კვ.მ. ფართობზე არსებული სასაწყობე ჯიხურები. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე რჩება სამი სახანძრო ავტოცისტერნა. მაშველები ბაზრობის ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობენ.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბაზრობიდან მოვაჭრეთა ნაწილმა საკვები პროდუქტები გამოიტანა. პროდუქტების ბაზრობის შესასვლელი ქუჩიდან არის და ამ ადგილზე ხანძარს არ შეუღწევია.

დატოვე კომენტარი