ანდრია ბასილაია - ზარალის დათვლის შემდეგ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებულებს კანონის ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმარებით
ანდრია ბასილაია - ზარალის დათვლის შემდეგ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებულებს კანონის ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმარებით

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად ზარალის დასადგენად სპეციალური ჯგუფი არის შექმნილი.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, ზარალის დადგენის შემდეგ მაქსიმალურად მოხდება დაზარალებულების დახმარება.

„შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან ადგილობრივი გამგებლები და მაჟორიტარები. ასევე მერის მოადგილე ილია ელოშვილი პირდაპირ კონტაქტზეა დაზარალებულებთან. მოხდება ზარალის დათვლა და ჩვენ მაქსიმალურად, კანონის ფარგლებში, დავეხმარებით. მიმდინარეობს დათვლა, ახლა შევიდნენ მოვაჭრეები ტერიტორიაზე, მიდის გამოტანა ნივთების, შეფასება და მალე გვეცოდინება კონკრეტული ციფრები. დაახლოებით 4 000 კვადრატია დამწვარი, თუმცა ახლაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა და გამიჭირდება ციფრის დასახელება. ახლა გამიჭირდება ზუსტად ვთქვა, რა სახის დახმარება იქნება მუნიციპალიტეტისგან, თუმცა როგორც უკვე ვახსენე, ტერიტორიის ნაწილი დაზღვეულია, ზუსტად უნდა შევაფასოთ სიტუაცია, შემდგომ შევხედავთ რის გაკეთება შეგვიძლია ზუსტად“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

ვარკეთილის ბაზრობაზე ღამით ხანძრის შედეგად 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა.