ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვა სცადეს [ვიდეო]

10:27, 16.06.2020

ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვა სცადეს. მათი თქმით, საქონელი და სავაჭრო ჯიხურები, რომელიც ხანძრისას განადგურდა. დაზღვეული არ ჰქონიათ. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

პოლიციამ მოვაჭრეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

ვარკეთილის ბაზრობაზე ღამით ხანძრისას 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა.

მსგავსი