ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 80 წლის ქალი დამწვრობის ცენტრში ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მას აღენიშნება შვიდპროცენტიანი დამწვრობა სახესა და ხელებზე.
„ქალბატონი არის 80 წლის, საბედნიეროდ სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში, დამწვრობა არის ლოკალიზებული სახეზე და ორივე მტევანზე, ამ დროისათვის მისი მდგომარეობა ჩვენდა საბედნიეროდ არის სტაბილური. საერთო ჯამში 7%, მეორე მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, თუმცა ტრავმის მექანიზმიდან გამომდინარე გაცილებით სერიოზული დაზიანება შეიძლება მიეღო“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.
ვარკეთილის ზემო პლატოზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდრებულია.