ვარკეთილის ზემო პლატოზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
მომხდარის შედეგად დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ვარკეთილის ზემო პლატოზე, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
