ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა [ვიდეო]

აფეთქება მოხდა ვარკეთილის ზემო პლატოზე. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

 

დატოვე კომენტარი