ვარკეთილში ფეხით მოსიარულე მამაკაცს „ფორდის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მამაკაცს მძიმე დაზიანებები აღენიშნება და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.