ვარკეთილში მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა

13:11, 13.12.2017

ვარკეთილში ფეხით მოსიარულე მამაკაცს „ფორდის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მამაკაცს მძიმე დაზიანებები აღენიშნება და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი