მარცხენა სანაპიროზე ოთხი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, დაშავდა ორი პირი

22:38, 26.11.2021

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი პირი.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი