ვარკეთილში, გაზგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დაშავებული ორი პირი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
ვარკეთილში, გაზგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
ექიმის ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცებს დაზიანებები ცეცხლის ალით აქვთ მიღებული. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ და დამწვრობითი შოკის მდგომარეობით რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას.
„დაშავებული პაციენტები დაზიანებული არიან ცეცხლის ალით. ამჟამად იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აქვთ, იმყოფებიან დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში, ამიტომაც წვანან რეანიმაციულ განყოფილებაში და გადიან შესაბამის მკურნალობას. ჯერჯერობით მძიმეა პაციენტების მდგომარეობა, გადიან შესაბამის მკურნალობას, რაც აუცილებელია ასეთ დროს. პაციენტები საშუალო ასაკის მამაკაცები არიან“, – განაცხადა ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.
ვარკეთილში გაზგასამართ სადგურზე შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.