ვარკეთილში გაზგასამართ სადგურზე ხანძარი იყო, არსებული ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი [ვიდეო]

ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე ხანძარი იყო.

ცეცხლი სავარაუდოდ მანქანას გაუჩნდა და გაზგასამართ სადგურზე გავრცელდა.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.