ვალერი ზალუჟნიმ უკრაინელ სამხედროებს მიმართა - მტერს როდესაც დაინახავთ, მოკალით, ვიდრე თქვენს ან თქვენი ამხანაგის მოკვლას შეეცდება
ვალერი ზალუჟნიმ უკრაინელ სამხედროებს მიმართა - მტერს როდესაც დაინახავთ, მოკალით, ვიდრე თქვენს ან თქვენი ამხანაგის მოკვლას შეეცდება

მტერს როდესაც დაინახავთ, მოკალით მანამდე, ვიდრე თქვენს ან თქვენი ამხანაგის მოკვლას შეეცდება, – ბრიტანული გამოცემა „სანის” ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინელ სამხედროებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომლებიც ბრიტანეთში წვრთნას გადიან.

ვალერი ზალუჟნიმ სამხედროებს უთხრა, რომ ომი ყოველდღიურად უფრო სასტიკი ხდება და გადარჩენის შანსს თითქმის არ ტოვებს.

„ჩვენ მხოლოდ ერთი უკრაინა გვაქვს. ჩვენ გარდა, არავინ დაიცავს. ისწავლეთ, არ შეგეშინდეთ სიკვდილის, არ შეგეშინდეთ მტრისთვის თვალებში ჩახედვა. აქ, პირველ რიგში, უნდა ისწავლოთ, დაიცვათ თავი, ისწავლეთ გადარჩენა. ჩახედეთ თვალებში ერთმანეთს, დაიმახსოვრეთ ერთმანეთი. უნდა დაიმახსოვროთ ერთმანეთი მთელი ცხოვრება. ბრძოლის ველზე უნდა ეცადოთ მეთაურის გადარჩენას. ეს არ არის საკმარისი. საჭიროა ამოცანის შესრულება. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ, რომ მოკლათ, მოკლათ ყოყმანის გარეშე. გიყვარდეთ ერთმანეთი და გახსოვდეთ უკრაინა. თქვენ თუ წახვალთ, შესაძლოა, სხვამ დაიკავოს თქვენი ადგილი, მაგრამ უკრაინა უნდა შენარჩუნდეს. ჩვენმა შვილებმა, ქალებმა, მშობლებმა მშვიდად უნდა იცხოვრონ. არ აქვს მნიშვნელობა, რა საფასური დაგვიჯდება ეს. ჩვენ ერთი უკრაინა გვაქვს და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ სამხედროებთან შეხვედრის დროს.