უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში შევიდნენ

17:07, 11.08.2024

უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში შევიდნენ. მედიის ცნობით, ამის შესახებ ბელოვსკის რაიონის მეთაური ნიკოლაი ვოლობუევი იუწყება.

„დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების შემოსვლამ ჩვენს ტერიტორიაზე დიდი აურზაური და პანიკა გამოიწვია. ახლა ვითარება სტაბილური, თუმცა ძალიან დაძაბულია“, – აცხადებს ვოლობუევი ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, საბრძოლო შეტაკებები არ მიმდინარეობს. მანამდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა კურსკის ოლქის ორ რაიონში, კორენევსკასა და სუჯაში.

ბელოვსკის რაიონი სუჯიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

მსგავსი