ვალერი ზალუჟნი - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, საომარი მოქმედებების შედეგად ცხრა ათასამდე უკრაინელი გმირი დაიღუპა
ვალერი ზალუჟნი - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, საომარი მოქმედებების შედეგად ცხრა ათასამდე უკრაინელი გმირი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, საომარი მოქმედებების შედეგად ცხრა ათასამდე უკრაინელი გმირი დაიღუპა, – ეს განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გააკეთა.

„ამ ომში მონაწილეობენ არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები და არა მხოლოდ ისინი, ვინც ხელში იარაღი აიღეს, არამედ ჩვენი პატარა ბავშვები, რომლებიც არაფერში არიან დამნაშავეები გარდა იმისა, რომ დაიბადნენ აქ და ამ დროს. ისინი ვერაფერს იგებენ, რა ხდება, მაგრამ მათ დაცვა სჭირდებათ, რადგან მათი მამები ფრონტზე წავიდნენ და შესაძლოა, ამ დაღუპულ ცხრა ათას გმირს შორის არიან“, – განაცხადა ზალუჟნიმ.