ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართა, სადაც ზალუჟნის გადაყენების საკითხი განიხილეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართა, სადაც ზალუჟნის გადაყენების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან დახურული შეხვედრა გამართა, სადაც გენერალ ვალერი ზალუჟნის გადაყენების საკითხი განიხილეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტი მიხაილ ტკაჩი ავრცელებს. მისი ცნობით, შეხვედრა დახურულ ფორმატში თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

„საკვანძო თემა, რა თქმა უნდა, მთავარსარდლის შეცვლა იყო. პრეზიდენტი განმარტავდა თავის ლოგიკას ამ უკიდურესად მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით. სხვა აქტუალური საკითხებიც გავიარეთ, მე დავსვი კითხვა Bihus.Info-ს კოლეგების თვალთვალთან დაკავშირებული ვითარების შესახებ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დამესვა რამდენიმე საკვანძო კითხვა, რათა მიმეღო პასუხები, გამეგო, რა ხდება ზოგადად“, – აღნიშნა ტკაჩმა.

ჟურნალისტის ცნობით, პრეზიდენტთან დახურულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს საერთაშორისო პოლიტიკა და სხვა შიდა საკითხები.