კვლევის მიხედვით, გამოკითხული უკრაინელების 40% მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის უჭერს მხარს, 94 პროცენტი კი - ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის
კვლევის მიხედვით, გამოკითხული უკრაინელების 40% მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის უჭერს მხარს, 94 პროცენტი კი - ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის

გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ მთავარსარდალს, ალექსანდრ სირსკის გამოკითხული უკრაინელების 40% უჭერს მხარს, ხოლო ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის 94% უჭერდა მხარს.

გამოკითხვა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა, რომელიც 2024 წლის 5-10 თებერვლის პერიოდში ჩატარდა.

გამოკითხვის მიხედვით, სირსკის რეფორმების მიმართ ნდობა აქვს გამოკითხულთა 40%-ს, მას არ ენდობა 21%, ოთხ პროცენტს კი  მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. ასევე, სიაში ჩამოთვლილ 13 ფიგურას შორის უკრაინელების უმეტესობა, 94% ენდობა ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის.