ლეგენდარულმა მძლეოსანმა, სპრინტში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა, რომელიც სპორტის სახეობის შეცვლას აპირებს, გამოაქვეყნა ვიდეო თავისი საფეხბურთო ვარჯიშებიდან.
„პირველივე დღიდან მუდმივად მეუბნებოდნენ, რომ ვერ შევძლებდი”, – დაწერა ბოლტმა.
იამაიკელს დორტმუნდის “ბორუსიას” სახელობითი მაისური აცვია. მარტის ბოლოს ბოლტს დორტმუნდულ კლუბში სინჯები ელოდება.