USAID-მა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ინდიკატორების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა
USAID-მა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ინდიკატორების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი ინდიკატორების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტიანობის, გადასახადების ადმინისტრირებისა და ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით, საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს.

„2018 წლის 4 ოქტომბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ, რომლის მიხედვით საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (0-დან 1-მდე სკალით) მაღალი შეფასებები მიიღო. გზამკვლევი, რომელშიც სექტორულად არის შეფასებული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი თვითუზრუნველყოფის პროცესში (Journey to Self-Reliance), ხაზს უსვამს რეგიონში საქართველოს წამყვან როლს ლიბერალური დემოკრატიის, ღია, პასუხისმგებლიანი მმართველობის და მთავრობის ეფექტიანობის, ბიზნესის გარემოს, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, ხოლო რიგ კომპონენტებში – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტიანობის, გადასახადების ადმინისტრირების და ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით, საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყნებისთვის უცხოური დახმარების საჭიროების აღმოფხვრა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, USAID ფოკუსირებას ახდენს თვითუზრუნველყოფის  უნარის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ქვეყნის (მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ჩათვლით) შესაძლებლობას არსებული გამოწვევების ფონზე დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს განვითარებისკენ მიმართული პროექტები. მსგავსი მიდგომა USAID-ის მიერ ქვეყნებთან ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

თვითუზრუნველყოფის უნარი განისაზღვრება ორი ელემენტით: ვალდებულებით – თუ როგორ უწყობს ხელს თვითუზრუნველყოფის უნარის განვითარების პროცესს ქვეყნის კანონმდებლობა, პოლიტიკა და ქმედებები; და შესაძლებლობით  – რამდენად წინ არის ქვეყანა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სექტორში მუშაობისა და განვითარების კუთხით.

სწორედ ზემოხსენებული ორი ელემენტის ასახვისთვის USAID-მა შეიმუშავა მაღალი დონის მეტრიკები, რაც სააგენტოს ქვეყნების შეფასების პროცესს უადვილებს და რომელთა საფუძველზეც იქმნება ცალკეული ქვეყნის გზამკვლევი“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

საქართველოს შეფასება (0-დან 1-მდე სკალით)

ღია და პასუხისმგებლიანი მმართველობა
ლიბერალური დემოკრატია – 0,60
ღია მმართველობა – 0,48
ყოვლისმომცველი განვითარება
სოციალური ჯგუფების თანასწორობა – 0,73
გენდერული სხვაობა ეკონომიკის კუთხით: – 0,66
ეკონომიკური პოლიტიკა
ბიზნესის გარემო – 0,55
ვაჭრობის თავისუფლება – 0,99
ბიომრავალფეროვნების და საარსებო გარემოს დაცვა – 0,57
მთავრობის შესაძლებლობები
მთავრობის ეფექტიანობა – 0,63
საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობა – 0,88
დაცულობა და უსაფრთხოება – 0,61
სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები
სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ეფექტიანობა – 0,91
მოქალაქეთა შესაძლებლობები
სიღარიბის მაჩვენებელი ($5/დღე) – 0,60
განათლების ხარისხი – 0,78
ბავშვთა ჯანდაცვა – 0,93

 

ეკონომიკის შესაძლებლობები
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (მყიდველობითი უნარის პარიტეტი) – 0,53
ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების გამოყენება – 0,59
ექსპორტის დივერსიფიკაცია – 0,84

 

საქართველოს უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით

რეგიონის ქვეყნები
ღია და პასუხისმგებლიანი მმართველობა
ლიბერალური დემოკრატია: საქართველო – 0,60; სომხეთი – 0,26; აზერბაიჯანი – 0,06;
ღია მმართველობა: საქართველო – 0,48; სომხეთი – N/A; აზერბაიჯანი – N/A;
ეკონომიკური პოლიტიკა
ბიზნესის გარემო: საქართველო – 0,55; აზერბაიჯანი – 0,52; სომხეთი – 0,49;
ვაჭრობის თავისუფლება: საქართველო – 0,99; სომხეთი – 0,80; აზერბაიჯანი – 0,69;
მთავრობის შესაძლებლობები
მთავრობის ეფექტიანობა: საქართველო – 0,63; სომხეთი – 0,49; აზერბაიჯანი – 0,49;
საგად. ადმინისტრ. ეფექტიანობა: საქართველო – 0,88; სომხეთი – 0,56; აზერბაიჯანი – 0,38;
სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები
სამოქ. საზ.-ის და მედიის ეფექტიანობა: საქართველო – 0,91; სომხეთი – 0,79; აზერბ. – 0,27;

 

ეკონომიკის შესაძლებლობები
ინფორმ. და კომუნიკ. ტექნოლოგიები: საქართველო – 0,59; აზერბაიჯანი – 0,52; სომხეთი – 0,48;
ექსპორტის დივერსიფიკაცია: საქართველო – 0,84; სომხეთი – 0,77; აზერბაიჯანი – 0,32.

აღმოსავლეთ ევროპის და ბალკანეთის ქვეყნები
ღია და პასუხისმგებლიანი მმართველობა
ლიბერალური დემოკრატია: საქართველო – 0,60; რუმინეთი – 0,53; მონტენეგრო – 0,38; მაკედონია – 0,36; სერბეთი – 0,33; უკრაინა – 0,25;
ღია მმართველობა: საქართველო – 0,48; ბულგარეთი – 0,46; უკრაინა – 0,45; სერბეთი – 0,36;
ეკონომიკური პოლიტიკა
ბიზნესის გარემო: საქართველო – 0,55; ბულგარეთი – 0,52; უკრაინა – 0,46;
ვაჭრობის თავისუფლება: საქართველო – 0,99; მაკედონია – 0,96; სერბეთი – 0,95; რუმინეთი – 0,94; ბულგარეთი – 0,94; მონტენეგრო – 0,89; უკრაინა – 0,88;
მთავრობის შესაძლებლობები
მთავრობის ეფექტიანობა: საქართველო – 0,63; მაკედონია – 0,54; მონტენეგრო – 0,54;
საგად. ადმინისტრ. ეფექტიანობა: საქართველო – 0,88; ბულგარეთი – 0,81; მაკედონია – 0,75; უკრაინა – 0,69; რუმინეთი – 0,56;
სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები
სამოქ. საზ.-ის და მედიის ეფექტიანობა: საქართველო – 0,91; ბულგარეთი – 0,88; მონტენეგრო – 0,80; მაკედონია – 0,79; რუმინეთი – 0,78; სერბეთი – 0,74; უკრაინა – 0,73;
ეკონომიკის შესაძლებლობები
ინფორმ. და კომუნიკ. ტექნოლოგიები: საქართველო – 0,59; მაკედონია – 0,52; უკრაინა – 0,45;
ექსპორტის დივერსიფიკაცია: საქართველო – 0,84; მონტენეგრო – 0,83; მაკედონია – 0,82;