დერეკ შოლე – საქართველო გარდამტეხ მომენტშია, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, დაუბრუნდეს გზას, რომელიც სურს საქართველოს ხალხს და იმსახურებენ

11:32, 04.05.2024

საქართველო გარდამტეხ მომენტშია, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აღნიშნავს, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, საქართველო დაუბრუნდეს გზას, რომელიც სურს საქართველოს ხალხს და რომელსაც ისინი იმსახურებენ.

„მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ახლა სასწორზე დევს. ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, საქართველო დაუბრუნდეს იმ გზას, რომელიც სურს საქართველოს ხალხს და რომელსაც ისინი იმსახურებენ“, – წერს შოლე.

მსგავსი