პარიზში, UNESCO-ში მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედეს“ ჩვენება გაიმართა.
ჩვენებამდე, კინოსურათმა გაიმარჯვა აზიურ ოსკარად წოდებულ საერთაშორისო კინოფესტივალზე APSA, ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება“. ფესტივალზე აღნიშნული ნომინაცია UNESCO-ს პატრონაჟით დაწესდა.
ფილმი სვან გოგოზეა, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.