ჰოლანდიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. 23 მარტს, ჰოლანდია ამსტერდამში მიიღებს ინგლისს, სამი დღის შემდეგ კი ჟენევაში შეხვდება პორტუგალიას.
კუმანმა ამ მატჩებისთვის 33 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის შვიდი დებიუტანტია: სამი ფეხბურთელი “ალკმაარიდან” – მარკო ბიზოტი, გუუს ტილი, ვოუტ ვეგჰორსტი, აგრეთვე სტივენ ბერგვინი (“ეინდჰოვენი”), ჰანს ჰატებოერი (“ატალანტა“), რუუდ ვორმერი (“ბრიუგე”) და ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის ვაჟი – ჯასტინ კლუივერტი (“აიაქსი”).
ჰოლანდიელთა გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარეები – იასპერ სილესენი (ბარსელონა, ესპანეთი), იეროენ ცოეტი (ეინდჰოვენი), მარკო ბიზოტი (ალკმაარი), სერჯიო პადტი (გრონინგენი);
მცველები – ვირჯილ ვან დიიკი (ლივერპული, ინგლისი), დელეი ბლინდი (მანჩესტერ იუნ, ინგლისი), მატიის დე ლიგტი (აიაქსი), სტეფან დე ვრი (ლაციო, იტალია), ჯეფრი ბრუმა (ვოლფსბურგი, გერმანია), პატრიკ ვან აანჰოლტი (კრ. პალასი, ინგლისი), ნათან აკე (ბორნმუთი, ინგლისი), დერის იანმაატი (უოტფორდი, ინგლისი), ჰანს ჰატებოერი (ატალანტა, იტალია), ქარიმ რეკიკი (ჰერტა, გერმანია), კენი ტეტე (ლიონი, საფრანგეთი);
ნახევარმცველები – კევინ სტროტმანი (რომა, იტალია), ჯორჯინიო ვიინალდუმი (ლივერპული, ინგლისი), ჯასტინ კლუივერტი (აიაქსი), მემფის დეპაი (ლიონი, საფრანგეთი), დონი ვან დე ბეეკი (აიაქსი), დავი პროპერი (ბრაიტონი, ინგლისი), მარტენ დე როონი (ატალანტა, იტალია), სტივენ ბერგჰუისი (ფეიენოორდი), სტივენ ბერგვინი (ეინდჰოვენი), ტიმოტი ფოსუ-მენსა (კრ. პალასი, ინგლისი), გუუს ტილი (ალკმაარი), ტონი ვილენა (ფეეინოორდი), რუუდ ვორმერი (ბრიუგე, ბელგია);
ფორვარდები – ლუუკ დე იონგი (ეინდჰოვენი), რაიან ბაბელი (ბეშიქთაში, თურქეთი), ბას დოსტი (სპორტინგი, პორტუგალია), ქუინსი პრომესი (სპარტაკი, რუსეთი), ვოუტ ვეგჰორსტი (ალკმაარი).