ხის წაქცევის გამო გამოძახებაზე გასულმა პოლიციამ, კოკაინის ლაბორატორია აღმოაჩინა
ხის წაქცევის გამო გამოძახებაზე გასულმა პოლიციამ, კოკაინის ლაბორატორია აღმოაჩინა

ესპანეთის ჩრდილოეთ და საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროებს შტორმი „მიგელი“ დაატყდა თავს.

ესპანეთის ასტურიასის რეგიონში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. სტიქიის გამო სანაპირო ზოლები დაიცალა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა კი შეფერხდა. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 147 კილომეტრს აღწევს.

საფრანგეთის დეპარტამენტებმა განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადეს და მოსახლეობა პოტენციურ ზარალზე გააფრთხილეს. მეტეოროლოგების განცხადებით, მსგავსი ამინდი წელიწადის ამ დროისთვის უჩვეულოა.

სტიქია გავრცელდა ნიდერლანდების ტერიტორიაზეც, სადაც ქარის სიჩქარემ საათში შესაძლოა, 100 კილომეტრს მიაღწიოს. ძლიერი ქარის შედეგად ზეელანდის პროვინციაში ხის წაქცევის გამო მისულმა პოლიციამ, მიმდებარე ტერიტორიაზე კოკაინის ლაბორატორია აღმოაჩინა.