ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის დასახელებაში მხოლოდ ნიდერლანდები უნდა იყოს გამოყენებული და არა - ჰოლანდია
ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის დასახელებაში მხოლოდ ნიდერლანდები უნდა იყოს გამოყენებული და არა - ჰოლანდია

ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანას ოფიციალურად ეწოდება ნიდერლანდები და არა ჰოლანდია.

სახელმწიფო უწყებებმა, ასევე კერძო კომპანიებმა ამიერიდან ქვეყნის სახელწოდებად მხოლოდ ნიდერლანდები უნდა გამოიყენონ.

გავრცელებული ვერსიით, ნიდერლანდების მთავრობა მიიჩნევს, რომ სახელი „ჰოლანდია“ ტურისტებისთვის ნარკოტიკებთან და ამსტერდამში არსებული წითელი ფარნების კვარტალთან ასოცირდება.