ავსტრია, გერმანია, ნიდერლანდები, დანია და საბერძნეთი ევროკავშირის ახალი ჩარჩოს ფარგლებში რუანდასთან დეპორტაციის ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებებს დაუყონებლივ იწყებენ

20:19, 16.11.2026

ავსტრია, გერმანია, ნიდერლანდები, დანია და საბერძნეთი ევროკავშირის ახალი ჩარჩოს ფარგლებში რუანდასთან დეპორტაციის ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებებს დაუყონებლივ იწყებენ. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავსტრიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავსტრიის კანცლერის, ქრისტიან შტოკერისა და დანიის პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიქსენის თქმით, იმისათვის, რომ თავშესაფრის იმ მაძიებელთა პირველი დეპორტაცია, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაც შეუძლებელია, 2027 წელს განხორციელდეს, მოლაპარაკებების სწრაფად წარმოება აუცილებელია.

მოღალჩინოსნებმა აღნიშნულზე პრესკონფერენციისას ისაუბრეს.

მსგავსი