უკრაინულმა ტელეკომპანია „ნიუს ვანმა“ რუსულ ტელეკომპანია „რასია 24-თან“ დაგეგმილი ტელეხიდი გააუქმა
უკრაინულმა ტელეკომპანია „ნიუს ვანმა“ (NewsOne) რუსულ სახელმწიფო ტელეკომპანია „რასია 24-თან“ დაგეგმილი ტელეხიდი გააუქმა.
როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისი გადაწყვეტილება არხმა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარების გამო მიიღო.
რუსეთსა და უკრაინას შორის ტელეხიდის ორგანიზების გეგმების გამო, კიევში, ტელეკომპანია „ნიუ ვანის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ტელეხიდის წამყვანები მარია სიტელი და რუსი ტელეწამყვანი ანდრეი მალახოვი უნდა ყოფილიყვნენ. ტელემარათონის სახელწოდება „საჭიროა ვისაუბროთ“ უნდა ყოფილიყო.
უკრაინული ტელეკომპანია „ნიუს ვანი“ პრორუსული პარტია „ოპოზიციური პლატფორმის“ ლიდერის, ვიქტორ მედვედჩუკთან დაკავშირებული არხია.