ვლადიმერ პუტინი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში რუსეთმა გარკვეული როლი შეასრულა
ვლადიმერ პუტინი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში რუსეთმა გარკვეული როლი შეასრულა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში რუსეთმა გარკვეული როლი შეასრულა.

ამის შესახებ პუტინმა ყოველწლიური ტელე-ხიდის, სახელწოდებით „პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან“, მიმდინარეობისას განაცხადა.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში რუსეთმა გარკვეული როლი შეასრულა. მშვიდად და მეგობრულად თუ ვიცხოვრებთ, მაშინ შევქმნით უკეთეს საცხოვრებელ პირობებს ხალხისთვის. მთიანი ყარაბაღის რეგიონის მოსახლეობა მუდმივ შფოთვაში არ უნდა ცხოვრობდეს. სომხეთსა და აზერბაიჯანს ეს ესმით, მაგრამ დაგროვდა ბევრი პრობლემა, მათ შორის ინფრასტრუქტურის აღდგენა და საზღვრების განსაზღვრა“, – განაცხადა პუტინმა.