ვლადიმერ პუტინი - რუსეთს აქვს მაღალი თავდაცვისუნარიანობა და გარკვეულწილად შეერთებულ შტატებსაც კი უსწრებს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთს აქვს მაღალი თავდაცვისუნარიანობა და გარკვეულწილად შეერთებულ შტატებსაც კი უსწრებს

რუსეთს აქვს მაღალი თავდაცვისუნარიანობა და გარკვეულწილად შეერთებულ შტატებსაც კი უსწრებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური ტელე-ხიდის, სახელწოდებით „პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან“, მიმდინარეობისას განაცხადა.

აშშ-ზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიოს პერიოდი გავიდა.

„შეერთებული შტატების პრეზიდენტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამერიკელი მკვლევარები და ანალიტიკოსები მათ პოლიტიკურ კლასსა და ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევენ. ერთპოლუსიანი მსოფლიოს პერიოდი გავიდა, სამყარო იცვლება. სანქციების მიუხედავად, რუსეთი ვითარდება. მას აქვს მაღალი თავდაცვისუნარიანობა და ამ კომპონენტში გარკვეული თვალსაზრისით შეერთებულ შტატებსაც კი უსწრებს. აგრეთვე ვითარდებიან აზიური სახელმწიფოები. პარტნიორები ამას ხვდებიან და ამიტომ იყო საჭირო ჟენევაში შეხვედრა, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ თავიანთი პოზიციის შენარჩუნებას და აქედან არის სანქციები და პროვოკაციები. იმედი მაქვს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები ნორმალიზდება.

პირველ რიგში, ჩვენ არა მხოლოდ ადაპტირება მოვახდინეთ დაწესებულ სანქციებზე, არამედ გარკვეულწილად ჩვენთვის სასარგებლოც აღმოჩნდა. ჩვენივე პროდუქციით ჩანაცვლებამ წარმოებასა და სოფლის მეურნეობას ბიძგი მისცა, საერთო ვალი შემცირდა, რასაც გარკვეული უპირატესობები აქვს. ისეთ საპასუხო ნაბიჯებს არ გადავდგამთ, რომელიც ჩვენვე გვაზიანებს. ისინი გარკვეულ საზღვრებს თუ ლახავენ, ჩვენ ასიმეტრიულ პასუხს ვპოულობთ, რომლებიც საკმაოდ მგრძნობიარეა“, – განაცხადა პუტინმა.