მიხეილ სააკაშვილი - დედაჩემი საკმარისად გამოიმუშავებს, რომ თავისი თავიც არჩინოს, დაეხმაროს ჩემს ცოლ-შვილს და ცოტა მეც დამეხმაროს
მიხეილ სააკაშვილი - დედაჩემი საკმარისად გამოიმუშავებს, რომ თავისი თავიც არჩინოს, დაეხმაროს ჩემს ცოლ-შვილს და ცოტა მეც დამეხმაროს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანიის „1+1“ ჟურნალისტებს მოუყვა, თუ როგორ ცხოვრობს ამსტერდამში.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნიდერლანდებში ბინა მას თვეში დაახლოებით 300-350 ევრო უჯდება, დალაგების ხარჯების ჩათვლით კი ეს თანხა 400 ევროს აღწევს.

მისივე თქმით, ამსტერდამში ცხოვრებისას ავტომობილი ველოსიპედით, საქმიანი კოსტიუმები კი ჯინსებით ჩაანაცვლა.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ზოგჯერ ფინანსურად დედა, გიული ალასანია ეხმარება.

„დედაჩემი საკმარისად გამოიმუშავებს, რომ თავისი თავიც არჩინოს, დაეხმაროს ჩემს ცოლსა და შვილს, რომელიც ახლა საქართველოში არიან და ზოგჯერ ცოტა მეც დამეხმაროს“, – ამბობს სააკაშვილი.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, ნიდერლანდებში ის მოწყენილია და ხშირად ახსენდება უკრაინა.