უკრაინული მედიის ინფორმაციით, არსენ ავაკოვი შესაძლოა, უკრაინის ახალ მინისტრთა კაბინეტში დარჩეს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ავაკოვი შესაძლოა ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში დარჩეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტოები პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთ დეპუტატზე დაყრდნობით ავრცელებენ.
დეპუტატის თქმით, ფრაქციის სხდომაზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დეპუტატებს შესთავაზა, რომ არსენ ავაკოვი კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დარჩეს.
დაუჭერენ თუ არა დეპუტატები ავაკოვის კანდიდატურას მხარს უცნობია.
დღეს უკრაინის მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობის პირველი დღეა.