კიევში უკრაინის შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
კიევში უკრაინის შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

კიევში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. მანიფესტანტები უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან შეიკრიბნენ. მათ გამოიყენეს პეტარდები და კვამლის გამშვები ყუმბარები.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი უკვე მეორე დღეა, მწვავე კრიტიკის ობიექტია. დეპუტატები აცხადებენ, რომ მან მინისტრად ყოფნის ექვს წელიწადში ვერ აღმოფხვრა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ვერ გაატარა რეფორმები და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა ვერ შეძლო.

აქციაში მონაწილეობდნენ სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმის“ წევრები, ასევე ნაციონალისტური მოძრაობა „მემარცხენე სექტორი“, გეი აქტივისტების ორგანიზაცია „კიევ პრაიდი“ და სხვები.

ავაკოვის გადადგომის მოთხოვნით აქციების მას შემდეგ გახშირდა, რაც კიევის სიახლოვეს მდებარე დასახლება კაგარლიკში პოლიციელებს დაკითხვაზე მიყვანილი ქალის გაუპატიურებასა და წამებაში დასდეს ბრალი.