ესტონეთი რუსეთთან საავტომობილო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს პირველი დეკემბრიდან დახურავს
ესტონეთი რუსეთთან საავტომობილო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს პირველი დეკემბრიდან დახურავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქვეყნის მთავრობა გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომებით ხსნის და ექვსი თვის შემდეგ შეზღუდვის გაგრძელების საკითხს ხელახლა განიხილავს.
„სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვა არ არის რეაქცია ერთ ინციდენტზე, არამედ შემდეგი ნაბიჯია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის და ევროპაში დივერსიული და ჰიბრიდული ოპერაციების გახშირების შემდეგ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცახნამ .
ესტონეთს რუსეთთან ამჟამად ხუთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი აქვს. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს ესტონეთ-რუსეთის საზღვარი 760 000-მა ადამიანმა გადაკვეთა.