პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა

15:32, 20.11.2026

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმის დროს Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა პოლონეთის ლუბლინის რეგიონში, სოფელ ნოვი ლიპოვეცის მახლობლად ჩამოვარდა.

რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

ინციდენტის პარალელურად, პოლონეთის რამდენიმე რეგიონში სხვა საჰაერო ობიექტების აღმოჩენის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთ ადგილზე აღმოჩენილი ნამსხვრევები რაკეტის ჩამოვარდნაზე მიუთითებს, მესამე ლოკაციაზე აღმოჩენილი ობიექტი კი, წინასწარი შეფასებით, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონი იყო.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ამ დროისთვის პოლონეთის თავზე საჰაერო საფრთხე აღარ არსებობს.

მსგავსი