უკრაინის შს მინისტრის ინფორმაციით, ეკლესიაში ხალხმრავლობის გამო სამი სასულიერო პირი დაჯარიმდა
უკრაინის შს მინისტრის ინფორმაციით, ეკლესიაში ხალხმრავლობის გამო სამი სასულიერო პირი დაჯარიმდა

უკრაინაში, ეკლესიაში ხალხმრავლობის გამო, სამი მღვდელი დააჯარიმეს, 12 პირის შესახებ კი, გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ „ტვიტერის“ მიკრობლოგზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი წერს.

„ზოგ ეკლესიაში გუშინდელი ხალხმრავლობის შესახებ ადამიანის ჯანმრთლობისადმი უპატივცემულობასა და უპასუხისმგებლობას არაფერი აქვს საერთო ღმერთთან. პოლიციამ სამ შემთხვევაში დააჯარიმა ღვთისმსახურები, 12 პირის საქმე კი, განიხილება. ჩვენ გვაქვს სინდისის თავისუფლება, მაგრამ იქონიეთ სინდისი“, – წერს არსენ ავაკოვი.

დატოვე კომენტარი