უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციაშია ეჭვმიტანილი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციაშია ეჭვმიტანილი.
შესაბამისი უწყება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროსა და გენერალური პროკურორის ოფისის თანამშრომლებმა კოლომოისკის უკვე წარუდგინეს.
„უკრაინსაკაია პრავდას“ ცნობით, პროკურატურა ბიზნესმენის დაპატიმრებას ან გირაოს მოითხოვს.
როგორც უკრაინული მედია წერს, საუბარია 2013-2020 წლებში კოლომოისკის მიერ ნახევარ მილიარდ გრივნაზე მეტი ღირებულების ქონების გათეთრებაზე.